მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა – მურუსიძე სანქციებზე დასმულ კითხვას პოეზიით პასუხობს

მოსამართლე ლევან მურუსიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც მურუსიძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს მას არ ეხება.

“პირადად მე რაც შემეხება, იმაზე გაგცემთ პასუხს. პერსონალურ სანქციებზე საშიშროებას ვხედავ თუ არა – კომენტარს ვერ გავაკეთებ.

მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს. პოლიტიკურ თემებზე რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება.

[პერსონალურ სანქციებზე] ზოგადად კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ – თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად?

ერთი ასეთი ლექსია:

“არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა,

ცხოვრებამ ოხერ-ტიალმა ბევრჯერაც მიმტრო, მიშარა,

თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ რაა”.

თუ დაწესდება სანქციები, მერე დამირეკეთ და პირადად მე რაც შემეხება მერე დამირეკეთ და გაგცემთ პასუხს. კომენტარებს ვერ გავაკეთებ, მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს, პოლიტიკურ თემებზე არ შემიძლია გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება”, – ამბობს მურუსიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

იტვირთბა....