ახალი ამბები მთავარი სამართალი

განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს

განმუხურში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ვლადიმერ ვახანია მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მისივე კუთვნილ მშენებარე სასტუმროში მოხდა.

როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

იტვირთბა....