ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოიძე: უმძიმესი, სახიფათო თამაშია – პუტინთან კეკლუცობა და ცეკვაა ეს

[su_quote] საქართველოში ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარყო ევრო-ატლანტიკური კურსი. უმძიმესი, სახიფათო თამაშია, რითაც აუცილებლად ისარგებლებს პუტინი და ზუსტად პუტინთან კეკლუცობა და ცეკვაა ეს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე. [/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას ეთერში. ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა. ამავდროულად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ამავდროულად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრემიერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

იტვირთბა....