ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ჩვენი პარტია უალტერნატივოა, ოპოზიციამ იცის, რომ სასტიკად მარცხდება

ჩვენი პარტია არის უალტერნატივო დღეს, ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს ვიგებთ ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, მხარდაჭერით და ამ არჩევნებსაც, რა თქმა უნდა, მოვიგებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება და ამიტომ, წინასწარ იწყებს სპეკულაციებს.

„ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება, თანაც მარცხდება სასტიკად, მათ არ აინტერესებთ არც არჩევნები, არც არჩევნების შედეგები და წინასწარ იწყებენ სპეკულაციებს და პროვოკაციებზე საუბარს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც ძალიან მშვიდად და მტკიცედ ჩავამთავრებთ. ჩავატარებთ ძალიან დემოკრატიულ, გამჭვირვალე არჩევნებს და კიდევ ერთხელ საქართველო გაიმარჯვებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....