ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩერგოლეიშვილი: ევროპამ სანქცია დაგვადო

[su_quote] ევროპამ სანქცია დაგვადო.
რა შუაშია ქვეყანა და ხალხიო, ვიღაცეები იკითხავენ.
ხალხი თავშია.
თუ ხალხს არ სურს დემოკრატია და ანტიდემოკრატიულ მთავრობას ირჩევს,
თუ ხალხს არ სურს ევროპა და ანტიევროპულ, პუტინისტურ მთავრობას ირჩევს,
ევროკავშირი ძალით არ შემოგვივარდება და თავისი გადასახადის გადამხდელის ფულს არ დაგვახარჯავს.
ესაა განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის.
დასავლეთი მოდის ნებით.
რუსეთი მოდის ძალით.
ქართველი ხალხის ნებაზეა დატოვებს ამ საბჭოთა ჭაობს, თუ გადაირჩევს ანტიევროპულ, ანტიდემოკრატიულ მთავრობას – ნებას გამოიჩენს და საბჭოთა საქართველოდან, ევროპული საქართველოსკენ წავა.
მაგრამ იმისთვის, რომ ხალხმა ეს ნება გამოავლინოს, ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ ალტერნატივა სანდოა, დემოკრატიულია, ევროპულია და ქუჩაში გაყვანილ ხალხს არ გადააგდებს. [/su_quote]

ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....