ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია: ღარიბაშვილმა არ გვინდა EU-ის შეღავათიო, ასეთი ნაბიჯებით ვწყდებით ევროკავშირს და ვუახლოვდებით რუსეთს

დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირის 75 მილიონიან დახმარებაზე უარს ამბობს.

“ზოგჯერ მესმის ხოლმე კითხვა ან მოსაზრება, კაი რა პრორუსები, რა გინდა აი ევროკავშირთან დადიან, დასავლეთში დადიან, რაში მდგომარეობს პრორუსობა?

ხოდა აი რაში:

ერთი ხელით რომ დროშა დაწვეს და მეორე ნეკათი აღმართეს ამაზე ეხლა არ გავჩერდები
მიშელის, ანუ ევროკავშირთან შეთანხმება რომ გადახიეს არც ამაზე ეხლა
პარალელურად ბელარუსთან რომ ‘სახელმწიდო უსაფრთხოებაზე’ ითანამშრომლებენ, ანუ დისიდენტების წამებაზე, ეხლა არც მაგაზე.

აი, გამოვიდა კობახიძე და მიყვა ღარიბაშვილი, ევროკავშირის ფული არ გვინდაო.
რა არია ეს ფული და რაზე თქვეს უარი: თუ ხარ ქვეყანა, რომელსაც უნდა ევროკავშირთან დაახლოება და შესაბამისად ატარებ შეთანხმებულ (შენთვის სასარგებლო) დემოკრატიულ რეფორმებს, ევროკავშირი გეუბნება მოგცემ ფულს, სხვადასვა ფორმით. ხან გჩუქნის, ხან შეღავათიან სესხს გაძლევს, ხან რას და ხან რას. და ეს ყველაფერი არის გზა ევროკავშირისკენ და უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვაძლევდენ უპროცენტო!!! გრძელვადიან!!! შეღავათიან სესხს, ოღონდ არ მოგვატყუოთ და დაპირებული რეფორმა, უპირველესად მართლმსაჯულების გააკეთეთო. გამოვიდა ღარიბაშვილი, არ გვინდა ეგ შეთავათი ევროკავშირიდანო, არც ის რეფორმა გვინდაო და ტყულიც დაადო მარწყვივით, ეკონომიკა დუღსო. ანუ არ გიჭირთ, რაღად გვინდა ფული. ამით:
1 მოქალაქეებს, ვისაც ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად უჭირთ, მოაკლო სიკეთე ამ კონკრეტული ფულის და ყველა პიტენციური დახმარების, რადგან ერთზე უარის თქმა მთლიანად პროცესის შეფერხებაა
2. ევროკავშირს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი
3. დემოკრატია და რეფორმებს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი

აი, ასეთი ნაბიჯებით, თითქოს ბევრისთვის შეუმჩნეველით და ეპიზოდურით, რეალურად ვწყდებით ევროკავშირს, დასავლეთს და ეს აბტომატურად ნიშნავს ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტ რუსეთს.
ასეთია რეალობა, ოღონდ არჩევანი ჩვენ ხელშია!”, – წერს ხოშტარია.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან, მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა. ამავდროულად, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით 150 მილიონია გამოყოფილი. აქედან 75 მილიონის გადმორიცხვა უკვე მოხდა, ხოლო მეორე ნახევრის გადმოცემა წლის ბოლომდე იგეგმება.

იტვირთბა....