[su_quote]მასწავლებლების ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80% უნდა იყოს აცრილი. შესაბამისად, ამისთვის განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ვაქცინაციის პროცესი წავიდეს წარმატებით, რაც შეეხება კითხვას, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მირებულა, ხვალ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და მათ შორის ამ თემაზე იქნება მსჯელობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგები მოგვცემენ[/su_quote]
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

