ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საკონსულოს თავს დაესხნენ (ვიდეო)

 

 

.

საუდის არაბეთმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ადელ ალ-ჯუბერმა განაცხადა.  მიზეზად,  თეირანში  საუდის არაბეთის საელჩოსა და საკონსულოზე თავდასხა სახელდება.

თეირანში დემონსტრანტების ეს ძალადობა მოჰყვა საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას.

BBC  ცნობით, საუდის არაბეთმა ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად ორი დღე მისცა. თავის მხრივ, ირანში საუდის არაბეთის ყველა დიპლომატს დაევალა სამშობლოში დაბრუნება საუდის არაბეთის საელჩოზე მოწყობილი თავდასხმის შემდეგ.

შეგახსენებთ, ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2 იანვარს, საუდის არაბეთში 46 სხვა ადამიანთან ერთად, ირანელი სასულიერო პირი შეიხ ნიმრ ალ-ნიმრი, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს.

იტვირთბა....