დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებული ადამიანები წახალისდებიან.
“პირველ სექტემბერს გაკეთდება უკვე განცხადება, თუ როდიდან დაიწყება ეს ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება ხოლმე, რათა წახალისებული იყოს გარკვეული ფულადი ჯილდოებით. ამაზე უკვე შედგენილია სქემაც. რა თქმა უნდა, ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები”,- ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან, რათა რაც შეიძლება მალე დაიწყოს გათამაშება.

