მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი: კარგად გვახსოვს როგორ უწოდებდა სააკაშვილი ქვების ცხინვალს ქვების გროვას, ამ კაცს მოღალატე ჰქვია

[su_quote]კარგად გვახსოვს, თუ როგორ უწოდებდა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ქვების გროვას ცხინვალს და იმ სოფლებს, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ. კაცი, რომელიც თავისი უგუნურებით დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს უბრალოდ ქვების გროვას, რა ჰქვია ამ კაცს, თუ არა მოღალატე. როგორ შეიძლება, ამბიცია და სურვილი მას, რა თქმა უნდა, აქვს, რადგან სხვანაირად არ ძალუძს, მისი მთავრი ამოცანა და მოტივაცია არის ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს და ასეთი ადამიანის პარტიას დღეს კიდევ ვინმე უჭერდეს მხარს. შეიძლება, ვიღაც იყოს განაწყენებული, ჰქონდეს საპროტესტო განწყობა, შეიძლება რაღაც არ მოსწონდეს და ბევრი რამ არ მოსწონდეს. ბევრი რამ მეც არ მომწონს, თქვენც არ მოგწონთ, ყველას გვაქვს კრიტიკული აზრი, მაგრამ ჩვენ ხომ საერთო სურათს უნდა ვუყუროთ, საით მიდის ქვეყანა, რას ვაკეთებთ, როგორ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოს და რას გვინდა, მივაღწიოთ. ერთ დღეში რომ არ აშენებულა ქალაქი, ეს ჩვენ კარგად ვიცით. ოპონენტები ხშირად ცინიკურად გვახსენებენ, თითქოს „ქართულმა ოცნებამ” დაანგრია ქვეყანა, თითქოს ყველაფერი აწყობილი იყო, ქარხნები, ფაბრიკები, თითქოს აშენებული იყო და ჩვენ მოვედით და დავანგრიეთ. მათი ოჯახის, მათ შორის ბევრის შემთხვევაში და მათი პოლიტიკური გუნდის წევრების პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის მძიმე წარსული, რომელიც 90-იან წლებში ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. ხალხმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა, ქონება, სახლ-კარი, ყველაფერი, დაინგრა, მოისპო საათივით აწყობილი სისტემა[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

იტვირთბა....