[su_quote]მე პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ იმედებს აუცილებლად გავუმართლებთ და იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე 4 წლის განმავლობაში გაკეთდა. დანარჩენთან დაკავშირებით დაველოდოთ 2 ოქტომბერს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც გამარჯვების შანსი აქვს დღევანდელ მოცემულობაში, ეს არის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო[/su_quote]
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქართული ოცნების მიერ თბილისში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგების კომენტირებისას. ქართულმა ოცნებამ პარტიის თბილისში ჩატარებული შიდა კვლევა გაასაჯაროვა. მმართველი გუნდის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომელ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
კახა კალაძე – 60,1 %
ნიკა მელია – 29,2%
სხვა კანდიდატები10,7%

