ქართულმა ოცნებამ პარტიის მიერ თბილისში ჩატარებული შიდა კვლევა გაასაჯაროვა. შედეგები საზოგადოებას მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.
მმართველი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მსიცემდით ხმას პასუხები შემდეგია.
ოცნება 47,4%
ნაციონალური მოძრაობა 25,2%
გირჩი – მეტი თავისუფლება 4.9%
საქართველოსთვის 4,7%
მოქალაქეები 3,2%
ლელო 2,4%
პატრიოტთა ალიანსი 1,9%
ევროპული საქართველო 1,8%
სტრატეგია აღმაშენებელი 1,7%
გირჩი 1,1%
ლეიბორისტული პარტია 0,7%
ერთიანი საქართველო 0,7%
სხვა პარტია 4,3%
ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
ქართული ოცნება – 22 მანდატი
ნაციონალური მოძრაობა – 12 მანდატი
გირჩი – მეტი თავისუფლება – 2 მანდატი,
საქართველოსთვის – 2 მანდატი
მოქალაქეები – 2 მანდატი
სოციალური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში 2958 რესპიდენტი გამოკითხა, საიდანაც ფავორიტი პარტია 79,2%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

