თბილისში ვაქცინაციის მოძრაოვი პუნქტები, სპეციალური ავტობუსები ამოქმედდება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ავტობუსებში მოქალაქეებს შეეძლებათ აიცრან უსაფრთხო გარემოში.
“„დღეს დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას გულისხმობს. ესეც საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპაში მრავალი დაბრენდილი ავტობუსია, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურებას და კუთვნილ ვაქცინას. ავტობუსებში მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში. საჭიროების შემთხვევაში, მას ადგილზევე გაეწევა ყველა სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თავიდან იქნება 3 ავტობუსი, ხოლო შემდეგ 10 ავტობუსი იქნება – თითო რაიონში ერთი მოძრავი პუნქტი.

