ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ტიკარაძე: [არჩევნებზე] გაცილებით დიდი საფრთხეა ქორწილები და ქელეხები

[su_quote]ჩვენ ვთვლით, რომ [არჩევნებზე] გაცილებით დიდი საფრთხეა ქორწილები და ქელეხები, რომლებიც იმართებოდა და გარკვეული შეხვედრები, რომლებიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესში ხდება განსკაუთრებით ინფექციის გავრცელება. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ, რომ უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომელიც უსაფრთხოს გახდის არჩევნებს. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად კლებას და მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა პარტიამ და ყველამ მოქალაქემ გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიწოდებული ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში არჩევნები იქნება ნამდვილად უსაფრთხო. წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება არის სრულიად შესაძლებელი[/su_quote]

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარების თემის კომენტირებისას.

იტვირთბა....