მთავარი მსოფლიო

თალიბანის სპიკერი აცხადებს, რომ ავღანეთში მუსიკა კვლავ აიკრძალება

თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ავღანეთში მუსიკა კვლავ აიკრძალება.

მსგავსი აკრძალვა ქვეყანაში თალიბანის წინა ხელისუფლების პირობებში, 1996-2001 წლებში მოქმედებდა.

„მუსიკა აკრძალულია ისლამში. ვიმედოვნებთ, რომ ყოველგვარი ზეწოლის გარეშე დავარწმუნებთ ხალხს, არ მოუსმინონს მუსიკას“, – თქვა მუჯაჰიდმა.

როდესაც თალიბები 1996 წელს ავღანეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ აკრძალეს თითქმის ყველა სახის მუსიკა და ის ცოდვად მიიჩნიეს.

იტვირთბა....