ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
დაჯგუფების თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ე.წ. შაჰიდის ქამარი აამოქმედა.
შეგახსენებთ, რომ ქაბულის აეროპორტთან დღეს სამი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქებების შედეგად სულ მცირე, 60 დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებულია. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
პენტაგონის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 13 ამერიკელი სამხედროა.

