ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი გალდავა: მე ავიცერი და ამით ავირჩიე ჯანმრთელობა

[su_quote]მე, ზოგადად ვენდობი მედიცინას, ყოველთვის ვცდილობ, მივმართო მას საჭიროების შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი უმძიმესი ეპიდემიური ვითარებაა, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად იყო სასიხარულო ფაქტი იმისა, რომ გამოჩნდა ვაქცინა, რომელიც გვიცავს სიკვდილისაგან და დაავადებისგანაც. ასევე დაავადების გადაცემისგან. მე თავად ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც. ჩემი არჩევანი არის ჩემი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, მიბოძა, გავუფრთხილდე მას და უბრალოდ არ გავფანტო ის და ამავე დროს, არ გავხდე სხვისი უბედურების მონაწილე, თუ სხვას გადავდებ ჩემ სნეულებას. ასე რომ, ეს მოქმედება არის ორმხრივი, ვიცავ რა ჩემ თავს, ვიცავ ჩემ გვერდში მყოფ ადამიანებს[/su_quote]

ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ პირველ არხთან  საუბარში განაცხადა.

იტვირთბა....