[su_quote]ვფიქრობ, რომ არჩევნების გადადება გონივრული ვადით, 2 თვით არის მიმართული გადაწყვეტილება ზუსტად იქითკენ, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს გაფრთხილებული და დაცული, რაც არის უზენაესი დეკლარირებული ნებისმიერ დონეზე. ისეთ საკითხებზე შეთანხმება მაინც უნდა შევძლოთ, რაც ნათელია და არ გადავაყოლოთ ტველაფერი ღარიბაშვილის დათვლებს და კობახიძის მათემატიკას. გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თუ ჩვენი ეპიდემიოლოგები, ყველანი ერთად იტყვიან, რომ არჩევნები გადასადებია და ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ ერთის მხრივ, მართლაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ზომა იყოს მისაღები, რომ ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს. მეორეს მხრივ, არ მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ თუნდაც ამ დროში ჩატარებულ არჩევნებში არ მიიღოს პირდაპირი პასუხი ასეთი არაჰუმანური დამოკიდებულებისთვის. ამიტომ, ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ[/su_quote]
განაცხადა ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ ტვ პირველის ეთერში.

