[su_quote]წინასაარჩევნო კამპანია იქნება ძალიან ფრთხილი, არავითარი ხალხმრავლობა. პირიქით, ჩვენ მივალთ ყველასთან. ნებისმიერ საკომუნიკაციო არხს გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აუცილებლად მოვიდნენ ჩვენი თანამოქალაქეები. ქართულ ოცნებას რა მდგომარეობაც აქვს, ეს მდგომარეობა ნამდვილად უნდა გაფორმდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ჩვენი თანამოქალაქეები ამოისუნთქებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხელისუფლების, ღარიბაშვილის, კლეპტოკრატიის და არაფორმალური მმართველობის პირობებში ვიქნებით ყველა მხრივ შეტევის ქვეშ, დიდი ცუნამის ქვეშ და ეს უნდა დასრულდეს[/su_quote]
განაცხადა ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში.

