ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორი აფეთქების შედეგად 140 ადამიანია დაშავებული.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ქაბულის აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან მოხდა, რომელიც სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა. აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

 

იტვირთბა....