ქაბულის აეროპორტში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფოქსნიუსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა იყო, რომელიც აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტის მახლობლად ორი აფეთქება მოხდა.
დაშავებულებს შორის მოძრაობა თალიბანის წევრები და 3 ამერიკელი სამხედროცაა.

