ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ენმ-ის შიდა კვლევა ზუგდიდში: ანზორ მელია – 39%, ქართული ოცნების კანდიდატი – 32%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის შედეგად, ნაცმოძრაობისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ანზორ მელიას 39% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს, მამუკა წოწერიას – 32%, პარტია საქართველოსთვის კანდიდატს მხარს გამოკითხულთა 21% უჭერს, ხოლო სხვა კანდიდატებს – 8%.

ზუგდიდში ჩატარებული შიდა კვლევის შედეგები თამარ კორძაიამ წარმოადგინა.

იტვირთბა....