კრიმინალი მთავარი საზოგადოება სამართალი

პროკურატურა: კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის გამო მოკლა, 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

კაცს, რომელმაც ცოლი საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო მოკლა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა სამტრედიაში, 2020 წლის 23 დეკემბერს მოხდა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 დეკემბერს, ქ. სამტრედიაში მ.მ.-მ მეუღლეს ე.კ.-ს, საუზმის მომზადებაზე უარის თქმის გამო, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის განზრახვით, დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ე.კ. ადგილზე გარდაიცვალა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა მ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 15-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....