[su_quote]ნაციონალური მოძრაობა არის აბსოლუტურად გაკოტრებული და დეგრადირებული ძალა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციაზე ოცნებობს. ოცნებობს, მაგრამ მაგის თავიც არ აქვთ, ამის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ მიიღეს მათ ის, რაც მიიღეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, სასტიკად მარცხდებიან ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში. ამის გარანტიას ვიძლევი! იციან, რომ ყველგან სასტიკად მარცხდებიან და სწორედ ამიტომ იყო 2 დღის წინ მცდელობა, რომ თითქოს არჩევნების გადადება მოითხოვეს. წარმოიდგინეთ როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ კანდიდატებიც კი ძლივს შეარჩიეს[/su_quote]
განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

