[su_quote]მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა მას. გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს. ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა, თუნდაც კლუბების სპეცოპერაცია, პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ. რაშიც ქართულმა ოცნებამ მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა. ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა და ერთ-ერთი კრიტიკული დრო როდესაც დადგა ჩვენი გუნდის ფარგლებში, მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე. რა თქმა უნდა, მან უღალატა ჩვენს გუნდს და სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ასეთ დროს ქვეყანა მიატოვა პირდაპირ. მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ მოიძებნება, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა.
კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში ლახვარს ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ანგრევს ნდობას. ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე[/su_quote]
განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

