ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია ომი და არც ექნება, სანამ ხელისუფლებაში ვიქნებით

[su_quote]ჩვენ შევიტანეთ რეალური გარდატეხა და რეალურად მოსახლეობას სიმშვიდე და სტაბილურობა შევთავაზეთ. 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, არავითარი ომი და არც ექნება მანამ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პარტია იქნება სათავეში. ეს ასე იქნება თქვენი მხარდაჭერით, ვინაიდან ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გამოსცადა ყველაფერი – დესტაბილიზაციაც, კონფლიქტებიც, შიდა ომი, ომი ჩვენს მთავარ ოკუპანტთან, რუსეთთან და ომით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და შედეგი – რაც არის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოსახლება და ა.შ. ჩვენი გმირების გმირულად დაღუპვა ომში[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

იტვირთბა....