ტელეკომპანია იმედმა ევროპულ საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარი უთხრა.
ტელეკომპანია იმედი ამბობს, რომ მათი რეკლამა სიძულვილის ენას შეიცავს და ამიტომ არ გაუშვებენ მათი ეთერით.
“ტელეკომპანია იმედი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო.
არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა”,- ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ამ ფაქტს გამოეხმაურა და ამბობს, რომ იმედის ეს გადაწვეტილება უფრო მეტად გაზრდიან ინტერესს იმის მიმართ, რასაც ინტერნეტით ისედაც ყველგან ავრცელებენ.

