ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი მელიაზე: კაცმა მოხუცი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ზუგდიდში

[su_quote] როგორი დეგრადირებული უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ პარტიის თავმჯდომარემ საკუთარი მამა გააგზავნოს ასევე პოლიტიკური ბრძოლის ველზე. ჩვენ მანამდე ვიხილეთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, კაცმა საკუთარი მეუღლე გაწირა ამ პოლიტიკური ბატალიებისთვის. ახლა კაცმა თავისი მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდში. ამას ერთადერთი მიზეზი და მიზანი აქვს, რომ რამენაირად ტემპერატურა აწიონ და ზუგდიდი გახადონ, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, საჯილდაო ქვად აქციონ ეს ქალაქი. რა თქმა უნდა ამას ვერ მიაღწევენ, ვერც მამები უშველიან, ვერც ცოლები და ვერც სხვა ფარები მათ. [/su_quote]

ასე აფასებს ირაკლი ღარიბაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ზუდიდში მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას წარდგენა.

იტვირთბა....