aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე ოცნების კვლევაზე ქუთაისში: ჩვეულებრივზე მეტად ხდება გაყალბება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, ოცნების ჩატარებული შიდა კვლევა ქუთაისში არის “ჩვეულებრივზე მეტად” გაყალბებული. ამის შესახებ გოცირიძემ მეტრონომთან საუბრისას აღნიშნა.

“როდესაც პარტიული კვლევა ქვეყნდება და ოპოზიციას ასეთი მცირე რაოდენობის ხმა აქვს ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივზე მეტად ხდება გაყალბება, რა შეუშლიდათ ხელს რომ 37%-ის ნაცვლად დაეწერათ 17%, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს იქნებოდა ძალიან სასაცილო და არარეალრი, ანუ ორჯერ არის მათი ხმები მომატებული და მნიშვნელოვნათ დაკლებულია ხატიას ხმები, ამას აჩვენებს კვლევა, რომელიც გაბედეს და გამოაქვეყნეს”,- ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ ქუთაისში ჩატარებული შიდა კვლევა გამოქავეყნა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 987-მა რესპოდენტმა.

კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა:

იოსებ ხახალეიშვილი – 50.3%

ხატია დეკანოიძე – 37.8%

სხვა დანარჩენი კანდიდატები – 11.9%.

იტვირთბა....