ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: 2 ოქტომბრის გამარჯვებით ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას, ეს ქვეყანა იქნება ყველასი

[su_quote]ეს ქვეყანა ერთხელ უკვე დადგა ფეხზე და ახლაც ასე იქნება. ამისთვის ჩვენი რეფერენდუმის ლიდერები მოივლიან მთელ ქვეყანას, თქვენგანაც მოისმენენ და თვითონაც შემოგთავაზებენ რეალურ გზებს როგორ შევამციროთ სიღარიბე, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ გვქონდეს ნორმალური სასამართლო, როგორ არ შევეგუოთ გათავხედებულ კრიმინალს, როგორ ვიაროთ დასავლეთისკენ. მაგრამ მთავარი – ჩვენ მოგიყვებით და თქვენგანაც მოვისმენთ მთავარს, როგორ დავამარცხოთ ეს ბოროტება ქვეყანაში. ეს ყველაფერი წყდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბრის გამარჯვებით მხოლოდ ვიწყებთ, ვიწყებთ გამორჩეული ქვეყნის შენებას, ვიწყებთ იმგვარი საქართველოს შენებას როგორსაც იმსახურებს ძველი ევროპული ცივილიზაცია.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც მოვიქცევით იმდაგვარად შევბოჭავთ ქართული ოცნების დანაშაულებრივ წარმონაქმნებს. ქართული ოცნება ვეღარ დააშინებს, ექნება მცდელობა, მაგრამ ვეღარ გაუვა, ვეღარ გააყალბებს, ეცდება ამას, ამ ყველაფრის გარეშე ისინი არაფერს წარმოადგენენ, მაგრამ მეორე მხარეს, როდესაც გულანთებული საქართველოს უდიდესი ნაწილი იდგება, მერწმუნეთ, ამ ყველაფერს ისინი უბრალოდ ვერ გაბედავენ. ოლიგარქი ვერ დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ ეს რიგითი არჩევნებია და არაფერს ცვლის. ოლიგარქი დამარცხდება 2 ოქტომბრის რეფერენდუმში. ოქტომბრიდან ეს ქვეყანა იქნება ყველასი და არა ერთი კაცის და მისი მონა-მორჩილების[/su_quote]

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში რეგიონებში მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

იტვირთბა....