aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩარკვიანი: ოპოზიცია არის ის, ვინც მერობის კანდიდატად მელია წარადგინა, სხვა ოპოზიცია დღეს არ ჩანს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სტრატეგია აღმაშენებლის ერთერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიცია არის ის გაერთიანება, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წარადგინა.  ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“დღეს ოპოზიცია არის ის გაერთიანებული ოპოზიცია, რომელმაც წარადგინა ქალაქის თბილისის მერის კანდიდატად ნიკა მელია. ვიღაცას უფრო უკეთესი უნდოდა არჩევნები თუ არ უნდოდა უფრო უკეთესი ოპოზიციის მხრიდან ენახა, ვთქვათ, უფრო გაერთიანებული,  მე, მაგალითად, მინდოდა, რომ კიდევ უფრო დიდი გაერთიანება მენახა მაგრამ, ასეთი გაერთიანება ვნახეთ თუ ისეთი, დღეს არის ერთადერთი ალტერნატივა სხვა ოპოზიცია დღეს გამოკვეთილად არ ჩანს”,- ამბობს თაკო ჩარკვიანი.

იტვირთბა....