მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

თარგამაძე: ზუსტად იცოდნენ, რომ მსხვერპლი მკვეთრად გაიზრდებოდა და მაინც ის ქნეს, რაც ქნეს

[su_quote]სად მთავრდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომლის პრეროგატივა ხალხსა და ამომრჩეველს ეკუთვნის და სად იწყება სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრებათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებს, რომელთაც წინასწარი შეცნობით, სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებით გამოსცეს ბრძანებები, რომელსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა?!

ის, რომ ყველაფერი წინასწარი შეცნობით ხდება უეჭველად ვიცით: თავი რომ დავანებოთ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების  პროგნოზებს და ალგორითმებს, რომელსაც სისტემატურად ვაქვეყნებდით (მარტო ,,დროებაში” გასული ანალიტიკაც საკმარისია), 100%-ით დარწმუნებული ვარ:  ტრაგიკული სურათის პერაპექტივა და მასშტაბი სააკოორდინაციო საბჭოს  მაგიდაზე ედო.. და მაინც ის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელმაც მსხვეპლი კატასტროფულად გაზარდა, ხოლო პირველმა პირებმა (პრეზიდენტის გამოკლებით) პირადი საქციელით ( სუფრებსა და მასობრივ თავყრილობებში მონაწილეობით) თანამოქალაქეებს ყველაზე ცუდი მაგალითი მიცეს.

მოკლედ ეს შედეგი დაგვიდგა არა მმართველი რგოლის ინფანტილიზმის ( მიზეზშედეგობრივი კავშირის შეფასების უნარის, ანუ ინტელექტის არქონის) შედეგად, არამედ, წინასწარი შეცნობით დანაშაულის ჩადენის გამო, რამაც მოქალაქეების სიკვდილიანობის მასობრივი ზრდა გამოიწვია.

ანუ ზუსტად იცოდნენ, რომ მსხვერპლი მკვეთრად გაიზრდებოდა და მაინც ის ქნეს, რაც ქნეს და ის არ გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ.

ასეთი გადაწყვეტილებების მიმღებები არიან სისხლის სამართლის დამნაშაავეები და არა უბრალოდ ცუდი პოლიტიკოსები, რომლებიც ასეულობით სიცოცხლეს მსხვერპლად წირავენ არჩევნებს და  ძალაუფლების შენარჩუნებას![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე.

იტვირთბა....