aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოკუჩავა: ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა… რა დროს ტაშფანდურია

ახლა როდესაც დღეში ათეულობით ადამიანი იღუპება და ბოლო 24 საათში 74-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე, იმიტომ რომ ის არ იყო აცრილი, იმიტომ რომ ის არ იყო ინფორმირებული, იმიტომ რომ მას შეიძლება ჟანგბადის აპარატი არ ჰქონდა, იმირომ რომ შეიძლება ექიმებმა ფიზიკურად სათანადო ყურადღება ვეღარ მიაქციეს, რადგან ექიმებს ზღვა პაციენტებთან უწევთ გამკლავება. ჩვენ როგორც პოლიტიკოსებმა ამაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სამედიცინო სექტორის პასუხისმგებლობა, ეს არ არის ექიმების პასუხისმგებლობა. ეს არის ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, რომელიც სუფრებზე ზის და ქეიფობს, ხან კალათბურთს თამაშობს, ხან ბიუჯედითან 700 ათას გამოყოფენ იმისთვის, რომ წულუკიანმა კონცერტები გამართოს, რა გვეკონცერტება, რა დროს ტაშფანდურია, როდესაც ადამიანები იხოცებიან.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა TV პირველის ეთერში საუბრობს.

იტვირთბა....