ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპი ისლამური სახელმწიფოს შექმნაში ობამას და კლინტონს ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს შექმნაში ჰილარი კლინტონსა და ბარაკ ობამას ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა მისისიპის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.
მილიარდერი ბიზნესმენის თქმით, სწორედ მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არიან პასუხისმგებლები ისლამური სახელმწიფოს ფორმირებაზე. მისი განცხადებით, საკუთარი ქმედებების გამო ჰილარი კლინტონი ციხეში უნდა იჯდეს.
დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან.
არჩევნები ქვეყანაში 2016 წლის 8 ნოემბერს ჩატარდება.

იტვირთბა....