[su_quote]ზუსტად ვიცი ღარიბაშვილის მთავარი შიშები რაშიც გამოიხატება, ეს არის როდის და როგორ გააგდებს მეორედ ბიძინა ივანიშვილი. ზუსტად იცის, რომ გააგდებს, მაგრამ მანამდე არ დასცალდება. ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი და არა მხოლოდ ჩვენი პარტიიდან, დიდი იმედი მაქვს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან შეთანხმებული კანდიდატები, ჩვენ მივდივართ ადგილებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად. ჩვენ მივდივართ იმის გასაკეთბლად, რომ საბოლოოდ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია გამოვაცალოთ. ქართული ოცნება ცდილობს, შეთანხმების გასვლიდან ამის დემონსტრირება უნდოდა, რომ რაღაცნაირად ამ არჩევნების ხარისხი დააგდოს. ასე არ გამოუვა, მათ აქვთ ფსიქოლოგიური ბარიერი. ამ გასვლამ დაანახა საზოგადოებას, რომ მათ არ აქვთ იმედი არა თუ 43%-ის აღების, არამედ 40%-ისაც კი[/su_quote]
განაცხადა ენმ-ის წევრმა და გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ tv პირველის ეთერში.

