მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ჩერგოლეიშვილი: ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე [დათუნაშვილზე] ხომ ეყარნენ ჩუმად

[su_quote]ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად. ამიტომაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტსმენი მონა[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი. ზვიადაური 17 აგვსიტოს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმა მოკლა. პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინა. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზვიადაურს თავდებში უდგებოდნენ ცნობილი სპორტსმენები ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი.

 

2019 წლის 11 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა – მან დათუნაშვილს თავში რკინის საგანი ჩაარტყა. გეგეშიძე დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ გეგეშიძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დათუნაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს სახელით იქამდე არ იასპარეზებდა, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტი იქნებოდა. გეგეშიძე 2020 წლის 6 დეკემბერს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს, ხოლო დათუნაშვილმა სერბეთის სახელით გააგრძელა ასპარეზობა.

იტვირთბა....