ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საახალწლო შუშხუნების გამო 7 წლის ბავშვმა თითები დაკარგა

ახალი წლის დადგომისთანავე სამედიცინო დაწესებულებს  საახალწლო პიტოტექნიკით დაზარალებულმა ათულობით ადამიანმა მიმართა.  მათ უმეტესობას სამედიცინო დახმარება პიროტექნიკით მიღებული ჭრილობების გამო ძირითადად ხელებზე დასჭირდათ. პიროტექნიკის არასწორი მოხმარების შედეგად დაზარალებულები ძირითადად მოზარდები არიან.

პიროტექნიკის არასწორი მოხმარების შედეგად  მიღებული ჭრილობებისა და დამწვრობის გამო იაშვილის კლინიკას 10 პაციენტმა მიმართა, მათგან 7 ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა 7 წლის ბავშვს, რომელსაც საახალწლო ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდა. ბავშვს ხელზე 2 თითის ამპუტაცია დასჭირდა.

4 პაციენტი გადის მკურნალობას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.  ახალი წლის ღამეს მათაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ.

წყარო: newpress.ge

იტვირთბა....