საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 47 ადამიანი.
NCDC-ის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 539 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 47872, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33873, PCR ტესტით – 13999. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,97%, ბოლო 14 დღის – 10,63%, ბოლო 7 დღის – 11,14%. სულ აცრილია – 831815, დღიურად აცრილია – 25083. კარანტინის რეჟიმში – 79. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6965. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3481.