ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ღარიბაშვილი: ვაქცინაციის ეფექტიანად განხორციელების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან

ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება.

შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.

იტვირთბა....