ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინდოეთში საქართველოს ელჩი გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ნიჟარაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნ ლევან ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის – მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის. ბ-ნ ლევანი, როგორც მაღალპროფესიონალი დიპლომატი, ორ ათწლეულზე მეტია ემსახურება სამშობლოს. 2014 წლიდან იგი გახლდთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ბ-ნ ლევანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს” – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....