ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 პაციენტისთვის

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 პაციენტისთვის.

მისივე თქმით, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი.

„ჩემი საყვარელია კითხვაა, როდესაც მეკითხებიან არის თუ არა დაგვიანებული რაიმე ქმედების განხორციელება და არ არის დაგვაინებული ნამდვილად. საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისათვის. საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო საველე პირობებისთვის, თუმცა ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღესდღეობით არის პრაქტიკოსი ექიმი, მათ აქვთ იმ პერიოდში მიღებული განათლება, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და აქვთ გამოცდილება ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ სავალე ჰოსპიტალის მობილიზება დაიწყო.

იტვირთბა....