ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

მთავრობა ქაბულში მყოფი ქართველების ჩამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის განცხადებით, საქართველო ავღანეთში მყოფი ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად თვითმფრინავს გაგზავნის.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქართველებმა უკრაინული ბორტით გამოფრენა ვერ მოახერხეს.

“გუშინ დილით დაგვირეკეს, ჩვენ არ ვიცოდით სამწუხაროდ მათი იქ არსებობა და გვთხოვეს ჩამოყვანა საქართველოში. 2 საათისთვის ჩვენ უკვე გვქონდა შესაბამისი რეისი ქაბულის აეროპორტიდან, შეთანხმებული გვქონდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მისულიყვნენ აეროპორტში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მათი მისვლა აეროპორტში იმ მომენტისთვის, როდესაც რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე….

თურქულმა მხარემ დაგვიდასტურა, მზაობა, რომ დაგვეხმარებიან, ისინი მიიყვანონ ჯავშნიანი მანქანებით ქაბულის აეროპორტში, ახლა მიმდინარეობს ეს ოპერაცია და უახლეს მომავალში იმედია, ისინი ქაბულის აეროპორტში იქნებიან მიყვანილები, საიდანაც ასევე ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ მათ გადმოყვანას საქართველოში

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით”, – განაცხადა ღვთისიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.

იტვირთბა....