ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ქართულმა ოცნებამ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ვერაფერი შეგვაჩერებს!

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მმართველ პოლიტიკურ ძალას ვერაფერი შეაჩერებს და ქვეყნის განვითარებას მომავალშიც გააგრძელებს.

ქართულმა ოცნებამ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამ სიტყვის ფასი, დღევანდელი დღისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენ გვახსოვს, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს დამკვიდრდა აღნიშნული გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის მშვიდობის ფასი, ვინაიდან, სწორედ დღევანდელ დღეს დაიწყო აფხაზეთში ომი. ეს გვახსენებს ყველას, თუ რაოდენ დიდი ტკივილი არის ჩვენთვის, ყველასთვის, ომი და ნგრევა, რომელსაც მოაქვს გამოუსწორებელი შედეგები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. 90-იანი წლები არის მწარე გაკვეთილი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის.

ყველანი გავერთიანდეთ, გავაკეთოთ აქცენტი და კონცენტრირება მოვახდინოთ ძირითად რეალურ პრობლემებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამის ნაცვლად, ჩვენს მოქალაქეებს უწევთ ისმინონ ყოველდღიურად გაუთავებელი პოლიტიკური ლანძღვა და ცილისწამებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს, ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....