ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

პარტიამ ხალხისთვის თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა.

თვითმმართველობის არჩევნებში მისი საარჩევნო ნომერი 48 იქნება.

“ჩვენი ქუჩები არ არის უსაფრთხო. ჩვენი ქუჩები სავსეა ნარკომანებით და ლუდომანებით. ეს ქალაქი დღეს არ არის ქალაქი ხალხისთვის. ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებისთვის და მათი ინტერესებისთვის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

იტვირთბა....