თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს ქართული ოცნებაა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში უკეთესი პროექტები განხორციელდეს.
“ჩემთვის ყველაზე მთავარია, ჩვეულებრივი რიგითი თბილისელების, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, რასაც მე ვგრძნობ. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მოდის ოქტომბერში, გამარჯვების შანსი აქვთ, ეს არის ქართული ოცნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გადაწყვეტს, თუ რომელი კონკრეტული პოლიტიკური პარტია, ან პარტიები, ან პოლიტიკოსები უნდა იხილოს ადგილობრივ საკრებულოებში” – ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.