საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 50 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 52580, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33517, PCR ტესტით – 19063. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 10,13%, ბოლო 7 დღის – 10,93%. სულ აცრილია – 767882, დღიურად აცრილია – 26524. კარანტინის რეჟიმში – 69. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6835. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3457