მედია მთავარი ციტატა

მიშველაძე: რაში აინტერესებს ღარიბაშვილს აიცრება თუ არა ხალხი, მთავარია, ბატონი ბიძინა იყოს კარგად

ხელისუფლებამ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი ყველაზე კარგად იცის. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ ვიცით, თორემ ეკონომიკა დუღს, საწარმოები ქუხს და ყველა დაწყებული ჟურნალისტებითა და დამთავრებული ექიმებით, მავნებელია, ვინც რამეზე წუხს. არადა, ხალხი ბევრ რამეზე და სამართლიანად წუხს – ვაქცინაციის ტემპებზე, ინფორმაციის ნაკლებობაზე, შერჩევით სამართალზე. პრემიერი ქეიფობს, ხალხი გარდაცვლილებს გლოვობს, პრემიერი დიდგორობას ზეიმობს და ხალხი ახალ შეზღუდვებზე ნერვიულობს და ბჭობს. პრემიერი არც თავისი ჯანდაცვის მინისტრის მინიშნებებს იმჩნევს და არც მუშკეტერების შეგონებებს აგდებს რამეთ, რაში აინტერესებს ხალხი ან აცრაზე როგორ მივა, ან აიცრება თუ არა საერთოდ. მთავარია, ბატონი ბიძინა იყოს კარგად და ის რას იტყვის, ეგ არის მთავარი. მე ვქეიფობ, თქვენ გლოვობთ, მე დაბურულმინებიანი ავტომობილით დავდივარ – თქვენ ფეხით, მე 300 000-იანი საათით დავდივარ – თქვენ ლუკმა-პურის ფულს კარგავთ. შენ დაუკა, ჩვენო პრემიერო, შენ დაუკა

განაცხადა ტელეწამყვანმა ეკატერინე მიშველაძემ.

იტვირთბა....