ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო – ღარიბაშვილის განცხადება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაქცინაციასთან გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მისი განცხადება არასწორად იქნა გაგებული.

“როგორც ჩანს, არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, თითქოს მე ვთქვი, რომ ჩვენ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და აცრა იქნება სავალდებულო. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უქმნის მაქსიმალურ კომფორტს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. ეს არის ადამიანის არჩევანი. თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სექტემბრიდან აშშ-ში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, რისი გაკეთება ჩვენც მოგვიწევს.

იტვირთბა....