ახალი ამბები კორონავირუსი საზოგადოება სამართალი

საგამოძიებო სამსხურმა PCR ტესტის ყალბი პასუხის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძირებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილა, მათ შორის ერთი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულმა პირებმა, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები დაუმზადეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იტვირთბა....