ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: 2-3 თვე გავიჭირვოთ, ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ მაქსიმუმ 2-3 თვე ქორწილები და ქელეხები არ გადაიხადონ.

მისივე თქმით, ქორწილის გადახდა შემოდგომაზე უფრო სასურველია.

„ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა. ძალიან ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანცია და ხალხმრავალი შეკრებების, ქეიფების, ქორწილების და ქელეხების, სამწუხაროდ, არ გამართვა.

თქვენი მისამართით და ზოგადად, მედია გვესწრება და მინდა, კიდევ ერთხელ,  მივმართო მოსახლეობას თხოვნით, რომ ეს პერიოდი, მაქსიმუმ 2-3 თვე გავიჭირვოთ და ეს ქორწილები და ქელეხები არ გადავიხადოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, გამავრცელებელი ვირუსის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....